კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები მოქმედებს, პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა-ზაზა შათირიშვილი

ნახვები: 434 კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები მოქმედებს, პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა-ზაზა შათირიშვილი

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები უკვე მოქმედებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა.

ზაზა შათირიშვილის განმარტებით, ბოლომდეა დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური, თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს.

„ადვოკატის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს. ამ კაცს პატრიოტიზმს ვერ პატიობენ და მხოლოდ იმისთვის სჯიან, რომ საკუთარი ქვეყანა საბედისწერო ომისთვის არ გაიმეტა. ლოგიკას რომ გავყვეთ, სრულიად გაუგებარია, სხვა რა უნდა უნდოდეთ პოლიტიკიდან გასული ბიძინა ივანიშვილისგან, რისთვის შეიძლება უნდოდეთ პოლიტიკაში მისი შემობრუნება ან მმართველ გუნდზე მისი ზემოქმედება.

თუ დღემდე შვეიცარიული ბანკი გადარიცხვების შეჩერებისას ტექნიკურ პრობლემებს იმიზეზებდა, დღეს მან უკვე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მიუთითა, რაც თეთრი ძაფით ნაკერი ამბავია. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია იმდენად აბსურდულია, რომ მას ვერც ევროპულმა კომისიამ და ვერც ევროპულმა საბჭომ ვერ გაუწია ვერავითარი ანგარიში. თუმცა, როგორც ვხედავთ, რეზოლუციამ თავისი მისია მაინც შეასრულა და ის ბიძინა ივანიშვილის მიმართ მოქმედი არაფორმალური სანქციების ნახევრად გაფორმალურების დოკუმენტურ საფუძვლად იქცა.

მე მგონია, ივანიშვილმა უკვე სრულად გაიაზრა ის, რასაც ამდენი ხანია, ვამტკიცებ. ყველაფერს ამერიკელები აკოორდინირებენ, რითაც ისინი ორ კურდღელს კლავენ – ერთი მხრივ, ივანიშვილს ომისკენ უბიძგებენ, ხოლო, მეორე მხრივ, შვეიცარიის საბანკო სისტემას თვითდაზიანებით ანგრევენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამდენად მაღალ დონეზეა კოორდინირებული ომში საქართველოს ჩართვისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც რუსეთისთვის მდგომარეობის გართულებას და უკრაინაში სამხედრო უპირატესობის დაკარგვას ისახავს მიზნად. „სტრატეგიული პარტნიორის“ მიერ განსაზღვრული ამ „დიადი მიზნისთვის“ საქართველო საახალწლოდ დასაკლავად გამზადებული ინდაურივით უნდა გაიწიროს. როდესაც წლების მანძილზე ამ მისიისთვის გამზადებენ, არც ნატო-ში გიღებენ და არც ნეიტრალიტეტზე საუბრის უფლებას გაძლევენ, ნატო-სა და ოდეკაბეს შორის ორპირ ქარში გაყენებენ, რთული გამოსაცნობი არაა, რამდენად არიან გაბრაზებული ივანიშვილზე სცენარის ავტორები, რომელსაც ისინი გეგმის მთავარ ჩამშლელად განიხილავენ. მათ აშკარად ღრმად სწამთ, რომ რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ამხელა ზეწოლას ვერ გაუმკლავდებოდნენ და მათ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევდათ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ჩემს რწმენას ივანიშვილის პატრიოტიზმთან დაკავშირებით. ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს ვერავითარი არაფორმალური თუ ფორმალური სანქცია ვერ აიძულებს, საქართველო განადგურებისთვის გაიმეტოს. საქართველოს ყველა პატრიოტი მას ამ საქმეში გვერდში უნდა დაუდგეს. ამხელა ზეწოლის ფონზე, საქართველოს მხოლოდ პატრიოტული ერთიანობით გადავარჩენთ“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა