Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ,“ - ვახტანგ მეგრელიშვილის თხოვნა კოლეგებს

ნახვები: 306 „თუ რამე სისულელეს ვიტყვი, არ დამცინოთ,“ - ვახტანგ მეგრელიშვილის თხოვნა კოლეგებს

„ყოველ დილას ციხეში შესვლა რაღაცნაირად არ მინდა," - განაცხადა დღეს, 25 მაისს, „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, პარლამენტის გარეთ არსებული რკინის ღონე ციხის ასოციაციას უქმნის და კოლეგებს მისი აღების გადაწყვეტილების მიღებისაკენ მოუწოდა.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი სისულელეს, არ დამცინოთ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, ამიტომ, გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს, ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ... ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუნსით,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ: რკინის ღობე პარლამენტთან 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ განთავსდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა