ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„მოწოდებით მოსამართლე ვარ“ - იაგო ხვიჩია

ნახვები: 330 „მოწოდებით მოსამართლე ვარ“ - იაგო ხვიჩია

„სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს," , - განაცხადა პარლამნეტის საგაზფხულო სესიის პლენალურ სხდომაზე „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ქვეყნაში სასამართლო არ გვაქვს, თავად კი მოწოდებით მოსამართლეა.

„მინდა, დღეს ჩემს პროფესიაზე ვისაუბრო, რომლითაც არასოდეს მომეცა მუშაობის საშუალება იმიტომ, რომ ამ ქვეყანამ ჩემი პროფესია წამართვა. სასამართლოსა და მოსამართლეობაზე ვსაუბრობ. მოწოდებით მოსამართლე ვარ, მტყუან-მართლის გარჩევა და ადამიანთა კონფლიქტების მოგვარება მაინტერესებს, მაგრამ ამ ქვეყანაში ეს პროფესია არასოდეს გამოიყენებოდა ადამიანთა და საზოგადოების კონფლიქტების აღმოსაფხვრელად და შესამცირებლად.

ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ და ამას ისევ ვაგრძელებთ, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც, თითქოს არაფერი ხდებოდეს ჩვენს თავს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანი არ არსებობს, რომელიც დაცულია. ყველამ ვიცით, რამე რომ შეიცვალოს, ზუსტად ის დაგვემართება ყველას, რაც ნიკა მელიას დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. დარბაზში მსხდომ ხალხსაც კი არ აქვს იმის უნარი, რომ მართლმსაჯულება და სამართლიანობა დაიცვას მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. ვატყუებთ ყველას, მათ შორის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა. ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი საერთოდ არაფერს წარმოადგენს თითქოს, ერთი შეხედვით,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც სახელმწიფოშია, მათ შორის „ნამხვანჰესი", სასამართლოს ბრალია.

„ყველა პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, რაზეც ვსაუბრობთ, დაწყებული „ნამახვანჰესით", სასამართლოს ბრალია, რადგან მტყუან-მართლის გამრჩევი ორგანო არ გვაქვს და ამ ადამიანებმა არ იციან, სად გაარჩიონ. კოვიდდიქტატურაც სასამართლოს ბრალია, რადგან ადამიანებმა არ იციან, სად წავიდნენ მაშინ, როდესაც სრულიად უმიზეზოდ, ცხრა საათის შემდეგ სახლში ვერ მიდიან და ასე შემდეგ.

მინდა, მოვისმინო პასუხი ჩემი კოლეგებისგან, რამდენ ხანს ვაპირებთ ასე გაგრძელებას? ხომ გვესმის, რომ ეს სასამართლო ყველას შეგვეხება და ვერავინ დავემალებით. ამ ქვეყნის მოსახლეობა არ არის დაცული. ბიზნესმენები შემოდიან პარლამენტში, რადგან იმუნიტეტი ჰქონდეთ, რადგან სასამართლო არ გვაქვს, თორემ ამ ხალხს რა საქმე აქვთ საქართველოს პარლამენტში, სხვაგან უნდა მუშაობდნენ. ეს იმუნიტეტიც ნიკა მელიას საქმეზე განადგურდა.

ჩვენ ფაქტობრივად, ერთადერთი მოსამართლე გვყავდა. მე ილია ჭავჭავაძის გარდა, ამ ქვეყანაში მოსამართლე არ ვიცი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებდა და ადამიანთა შორის მტყუან-მართალს არჩევდა და კონფლიქტების მოგვარება უნდოდა", - განაცხადა ხვიჩიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა