კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკოლოზ სამხარაძე დავით არახამიაზე - გარუსებული ქართველი არის ყველაზე საშიში

ნახვები: 700 ნიკოლოზ სამხარაძე დავით არახამიაზე - გარუსებული ქართველი არის ყველაზე საშიში

ყველაზე საშიში მტერი, ვინც კი შეიძლება, საქართველოს ჰყავდეს, არის გარუსებული ქართველი. არახამია არის კლასიკური გარუსებული ქართველის მაგალითი, რომელიც ჩვენ და ჩვენს საზოგადოებას რუსულ ენაზე მოგვმართავს ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც არახამია ამბობს: „ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად, ეფექტიანად დაგეხმარებიან“.

 

სამხარაძის თქმით, გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების მომართვები არ აინტერესებს და ფიქრობს, რომ არც ქართულ საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს.

 

„აქედან გამომდინარე, საერთოდ არ მაინტერესებს გარუსებული და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ქართველების არც მესიჯები და არც მათი მომართვები. მგონი, არც ქართულ საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, მით უმეტეს იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ იცავს აბრამოვიჩს, რომელიც თურმე რუსი ოლიგარქი არ ყოფილა და არ უნდა იყოს დასანქცირებული. ამაზე მეტი ლუსტრაცია საჭირო აღარ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კითხვაზე, როგორ აისახება ასეთი განცხადებები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ევროინტეგრაციის პროცესზე, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა:

 

„ევროპელი პარტნიორები ამ განცხადებებს რომ ისმენენ, გეკითხებიან, რა ხდება. შემდეგ, როდესაც გაეცემა ნათელი პასუხი, ისინი ჩვენი პასუხებით კმაყოფილი არიან. თუმცა, რა თქმა უნდა, ცდილობს, დააზიანოს, რადგან როგორც ევროპელმა კოლეგებმა მითხრეს, შეხვედრებზეც კი დადის და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს მიღებული, უნდა დავასანქციროთ გარკვეული პირები და ა.შ. ანუ გარუსებული ქართველები არიან ყველაზე საშიში“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა