ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ევროპულ პერსპექტივას და მათ აქვთ სხვა პოლიტიკური მიზანი-ანრი ოხანაშვილი

ნახვები: 491 „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს უცხადებს ევროპულ პერსპექტივას და მათ აქვთ სხვა პოლიტიკური მიზანი-ანრი ოხანაშვილი

საკითხი დაისვა, რომ ოპოზიცია უნდა გვენდოს თუ არა, უკაცრავად, მაგრამ ევროკომისია ენდობა და ენდო ჩვენს გუნდს, ქართველ ხალხს, ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ერთად შევძლებთ მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ახლა კონსტრუქციული მუშაობის დროა.

„ევროკომისია ენდო და რას ნიშნავს, ოპოზიცია უნდა გვენდოს თუ არა, უკაცრავად, მაგრამ მაგიდის აყირავების მსგავსი მიდგომაა, რაც ევროკომისიისთვის ბოიკოტს და მაგიდის აყირავებას ნიშნავს. არ მგონია, ეს სწორი იყოს. ულტიმატუმის უფლება არ გვაქვს, კონსტრუქციულად უნდა ვიმუშაოთ. უნდა გაკეთდეს მონიტორინგი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რიტორიკის. ეს ნიშნავს არა ცენზურას, არამედ სტანდარტს და დამოკიდებულებას ამომრჩევლის მიმართ, აგრესიული კამპანიის შემცირებას. ეს გამოქვეყნდება ხოლმე, რომ თითოეული პოლიტიკოსი დაფიქრდეს, მის გამონათქვამებზე. აგრესიული კამპანიის ინიციატორები და მოპასუხეები არ უნდა ვიყოთ. ვთანხმდებით, რომ აგრესიული კამპანია მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ბრალდებებით, აგრესიით და ცილისწამებით, არამედ საქმიანად. თანამშრომლობაზე გადასვლა ყველამ უნდა შევძლოთ, ეს ვერ მოხდება, თუ ერთმანეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის რეჟიმში ვიქნებით.

მზად ვართ, ეს რიტორიკა შეიცვალოს და ერთმანეთთან კომუნიკაციას ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მონიტორინგს დაექვემდებარება და ეს ნიშნავს არა ვინმეს სანქცირებას, არამედ ყველაფერის გასაჯაროებას ვის რა რიტორიკა აქვს, ევროპელი კოლეგები დაინახავენ, ვინ რას აკეთებს. ორშაბათს შედგება სასამართლო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც არის შემქნილი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. შალვა პაპუაშვილთან ერთად შევიკრიბებით. აგრესიული რიტორიკა სულ მცირე ექვსი თვე გვერდით უნდა გადაიდოს, უნდა ვეცადოთ და შედეგს გამოიღებს თუ არა, ვნახოთ. შედეგიანი იქნება, თუ კონსტრუქციულები ვიქნებით. მონიტორინგი აჩვენებს, ვინ რა გზას ირჩევს. ეს ლუსტრაციას მოახდენს, ვის რა დღის წესრიგი აქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ღიად და აშკარად ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მათ აქვთ სხვა პოლიტიკური მიზანი, სურთ არა ევროინტეგრაცია, არამედ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა და რევოლუციური გზით მთავრობის შეცვლა, სწორედ ამისი დემონსტირება იყო მათი არმონაწილეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა