პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

ნახვები: 501 G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, რომელიც "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა.

მანამდე, იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მიერ 7 ივლისს ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას, G7-ის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვის გამო არ დაესწრნენ.

ამასთან, სააგენტო წერს, რომ "დიდი ოცეულის" მინისტრების შეხვედრაზე გაუქმდა ერთობლივი ფოტოს გადაღების ტრადიციული ცერემონიაც, რადგან ზოგიერთმა მონაწილემ არ ისურვა ლავროვთან ერთად ფოტოს გადაღება.

რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ზე გავრცელდა სერგეი ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ G7-ის მინისტრებს "არ ესმით თავაზიანობა და ეტიკეტის ნორმები".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა