თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

პაატა მანჯგალაძე - რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში მაინც დგას, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის

ნახვები: 478 პაატა მანჯგალაძე - რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში მაინც დგას, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის

დღის წესრიგში მაინც დგას რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, იმისთვის, რათა ნდობა იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება უნდა შეასრულოს, შემდეგ კი, ნებისმიერ პროცესში შევლენ.

მანჯგალაძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში, ეს იქნება პროცესის იმიტაცია, დროის გაწელვა, „მუხტი დავარდება და თვალებში ნაცარს შევაყრით საზოგადოებას“.

სამწუხაროდ, ქვეყანა დეკემბერში სტატუსს ვერ მიიღებს, მაგრამ ამ დროს უკვე რუსი კურატორების დახმარებით „ქართულ ოცნებას“ გამზადებული და მოქოქილი ექნება მესიჯი და იტყვიან, რომ არ მოგვცეს სტატუსი, რადგან ომს გადავარჩინეთ ქვეყანაო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მაგრამ ეს პროცესი იმიტაციაა, თუ ნამდვილი პროცესი, რომ გავარკვიოთ, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებელია, ძველი ვალდებულებები შეასრულოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის დაპირება არის იგავის მსგავსი – ვირს რომ სტაფილოს უკიდებენ, რომელსაც მისდევს და იღლება, აღარ სჭირდება ის სტაფილო. აი, ასე დაგვიკიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ჯერ გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მიიღებდნენ, შემდეგ თქვეს, ზაფხულშიო და ახლა ამბობენ, რომ ამას სტატუსის მიღების შემდეგ გააკეთებენ. კობახიძის წარმოდგენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვირის სტაფილოსავით უნდა ვსდიოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა