ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება

ნახვები: 211 საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სტუმრობს.

ცნობილია, რომ ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა. ამასთან, ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.

ხვალ, 27 მაისს კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის შეხვდება.

ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა. მოგვიანებით კი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

27 მაისსვე, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა