კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მადლობა იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს ოკუპაციის პირობებში-ავსტრიის კანცლერი

ნახვები: 405 მადლობა იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს ოკუპაციის პირობებში-ავსტრიის კანცლერი

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე და როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რუსეთის ომმა შეცვალა ევროპის არქიტექტურა.

„ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდნენ ნატო-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი. ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი ნატო-ში გაწევრიანება. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი ნატო, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, ომი თავისთავად წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის, საქართველო თავის მხრივ თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს.

„ავსტრიაში მაგალითად 80 000 ლტოლვილია, ქალები და ბავშვები. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე, ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცაღა რეგიონში საქართველო აღიქმება ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ძალიან კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა