კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 506 ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს-ირაკლი კობახიძე

 

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფინაზე განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „ძირითადი შეტევა მიტანილი იყო იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, საუბარი, რომ სადმე სხვაგან, სანქციის სახით ივანიშვილის უფლებები შეიბოჭება, საფუძველს მოკლებულია“.

 

მისი თქმით, რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ვინმე თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ძალიან უხეში შეცდომა.

 

„ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია დეოლიგარქიზაცია, თუმცა პოლიტიკაში ოლიგარქები არიან მხოლოდ ოპოზიციის მხარეს. ესენი არიან: სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. სადმე თუ არის ოლიგარქიზაცია, ეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა გვექნება, მათ შორის შესაბამისს კანონპროექტზე და საჭიროებისამებრ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

 

რაც შეეხება სანქციების დაწესებას, თუ ვინმე ამას გააკეთებს, ეს იქნება ძალიან უხეში შეცდომა და რა თქმა უნდა, შეცდომა თავის შედეგებს გამოიღებს მისი ავტორებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა