თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა პუნქტი, რომელსაც პარტიებმა მოვაწერეთ ხელი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ

ნახვები: 228 არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა პუნქტი, რომელსაც პარტიებმა მოვაწერეთ ხელი, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ პუნქტებს პასუხისმგებლობით ასრულებს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, მაღალი კონსენსუსით შეძლებენ ყველა იმ პუნქტის შესრულებას, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად მოაწერეს ხელი.

„გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოხდა პარლანენტში, როცა ჩვენ „საარჩევნო კოდექსს" პირველი მოსმენით ვუყარეთ კენჭი. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ასევე თანხმობით, მაღალი კონსენსუსით შევასრულოთ ყველა ის პუნქტი, რომელსაც ერთად მოვაწერეთ ხელი პოლიტიკურმა პარტიებმა.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა, რომ ეროვნული ამოცანების გარშემო გავერთიანდეთ, ვიკამათოთ, გავმართოთ დისკუსია და პოლიტიკური განხილვა იმ თემებზე, თუ რისი გაკეთებაც შეიძლება უკეთ ამა თუ იმ სფეროში, თუმცა ერთიანობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა