ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კელი დეგნანი - ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს, მნიშვნელოვან კონტაქტს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც ინარჩუნებდნენ 10:29, 26.05.2021

ნახვები: 362 კელი დეგნანი - ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს, მნიშვნელოვან კონტაქტს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც ინარჩუნებდნენ 10:29, 26.05.2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამერიკის საელჩომ სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც დამოუკიდებლობის გზაზეა საუბარი.

„103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ტრაგიკულად, ოთხი წლის შემდეგ, 1922 წელს საბჭოთა კავშირმა საქართველოს ანექსია მოახდინა და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი საიდუმლოდ, მაგრამ ამაყად აღნიშნავდნენ 26 მაისს თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მომდევნო წელს შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს, მნიშვნელოვან კონტაქტს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!", საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო", - აცხადებს კელი დეგნანი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა