Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენი ვიქტორია სპარცი პუტინისთვის „დაუფიქრებლად დახმარების გაწევაში“ დაადანაშაულა

ნახვები: 579 აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენი ვიქტორია სპარცი პუტინისთვის „დაუფიქრებლად დახმარების გაწევაში“ დაადანაშაულა

აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარემ კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ვლადიმერ პუტინისთვის დაუფიქრებლად დახმარების გაწევაში დაადანაშაულა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი შეიძლება, ცდილობდეს უთანხმოების დათესვას და დაძაბულობის გაღვივებას, საერთო ჯამში, შეერთებული შტატების კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს პრეზიდენტ ზელენსკის და მის ხელმძღვანელობას, რადგან უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის“, – განაცხადა მარსი კაპტურმა ვიქტორია სპარცის პოზიციასთან დაკავშირებით.

კაპტურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ოფისთან აშშ-ის თანამშრომლობის დონე და მასშტაბები არ იძლევა რომელიმე ჩინოვნიკის ლოიალობაში ეჭვის შეტანის საფუძველს და სპარცი პუტინისთვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა.

„ისინი, ვინც ომის დროს უკრაინელი ჩინოვნიკების პოზიციების შელახვისკენ მიმართულ ველურ ნარატივებს ავრცელებენ, დაუფიქრებლად ეხმარებიან პუტინს და მის პროპაგანდისტებს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის გამარჯვებას და უკრაინელ ხალხს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი“, – აღნიშნა კაპტურმა.

მან დასძინა, რომ აშშ და მოკავშირეები გააგრძელებენ პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის ოფისთან მუშაობას ომის დასასრულებლად.

კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს. წერილში კონგრესმენი აღნიშნავს, რომ დაზვერვის სხვადასხვა სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, არსებობს ეჭვი ერმაკის რუსეთთან საეჭვო კავშირებზე. კონგრესმენის თქმით, კონგრესს სასწრაფოდ სჭირდება ინფორმაცია ერმაკის შესახებ, რომ გავრცელებული ბრალდებები დაადასტუროს ან უარყოს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა