კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანალენა ბერბოკი - მსურს, დაგპირდეთ, რომ ვიძლევით გარანტიებს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემთ

ნახვები: 484 ანალენა ბერბოკი - მსურს, დაგპირდეთ, რომ ვიძლევით გარანტიებს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემთ

მსურს, დაგპირდეთ, რომ ვიძლევით გარანტიებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს, – აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ ის, რაც გონებაში გაქვთ. ყველაზე რთული ის არის, როდესაც გულს არ სურს ის, რასაც გონება ამბობს. მაგალითად, მსურს, დაგპირდეთ, რომ ჩვენ ვიძლევით გარანტიებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით იმ რაიონებიდან, რომლებისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში, მაგრამ ამის უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს. ასეთი დაპირება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამხედრო საშუალებებით. ამიტომ მე მომიწია მკაფიოდ მეთქვა – არასაფრენი ზონები არ იქნება“, – განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკაში ხშირად ცივსისხლიანობა უნდა შეინარჩუნო და იმ ფაქტის ატანა, რომ გარკვეულ ვითარებაში არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, საგარეო პოლიტიკის სისასტიკეზე მეტყველებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტის დროს მოკლული ბავშვების სურათების ნახვა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის პერიოდში მისთვის ყველაზე საშინელი მომენტი იყო.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ახლა შეუძლებელია პუტინთან მოლაპარაკება“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა