ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოთხოვნა როცა იყო, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა სააკაშვილთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე-თამარ გაბუნია

ნახვები: 486 მოთხოვნა როცა იყო, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა სააკაშვილთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების შემოსვლასა და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუინიას განცხადებით, მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი  და კლინიკა „ვივამედი“ სრულად მართავენ სიტუაციას.

მისივე თქმით, კლინიცისტების მობილიზების კუთხით შეფერხება არ არსებობს.

„ამ ეტაპზე იუსტიცის სამინისტრო და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავენ სიტუაციას. ასევე კლინიკა, სადაც იმყოფება. კლინიცისტების მობილიზება შეუძლია ჯანდაცვის დეპარტამენტს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურს. კლინიცისტების ნაწილში შეუზღუდავი შესაძლებლობაა, რომ ჩაერთოს ის, ვინც როდის იქნება საჭირო. არანაირი შეფერხება არ არსებობს. როცა იყო მოთხოვნა, ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა თანხმობა ქვეყანაში უცხოელი ექსპერტების შემოსვლაზე და მათთვის დროებითი სერტიფიკატის გაცემაზე. ახლა ამის მოთხოვნა აღარაა“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა