ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში-ნინო ლომჯარია

ნახვები: 398 ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში-ნინო ლომჯარია

ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომ ყველა ერთად ვართ მზად, დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

„მე ვიცი ერთი რამ, რომ საქართველომ, ქართველმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ, როგორც მმართველმა ძალამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა წლის ბოლოს, დეკემბერში ევროპის კომისიამ გასცეს დადებითი მოსაზრება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი არის ეს გეგმა. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი მაქვს, ბუნებრივია, იმ განცხადებებიდან და გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და რომ ყველა ერთად ვართ მზად, დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ევროკავშირს არა მხოლოდ მსჯელობის პროცესის დანახვა სჭირდება, არამედ – კონკრეტული რეფორმების.

„რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, რომ უბრალოდ ვსხედვართ და ვმსჯელობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად, მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება კონსტიტუციური ორგანო, ჩემი და ჩემი ოფისის კომპეტენცია, მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა