მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლომჯარია: ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ის რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა

ნახვები: 464 ლომჯარია: ციხეების ე.წ მაყურებლებით მართვის შესახებ CPT-ის რეკომენდაციები ჩვენსას ემთხვევა

ნინო ლომჯარიამ დღეს, 11 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე. 

ამ საკითხზე სახალხო დამცველმა კონფერენციაზეც ისაუბრა ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც 2021 წლის მაისში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგი ჩაატარეს და ე.წ მაყურებლების მეშვეობით ციხეების მართვის პრობლემა გამოავლინეს. 

ლომჯარიას თქმით, მოხარულია რომ CPT-ის რეკომენდაციები ემთხვევა სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. 

"ისინი პრობლემატურად აფასებენ და ხედავ ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის და არაფორმალური გავლენების ნიშნებს ციხეში და ასევე, მოხარული ვარ, რომ დღეს კონსტრუქციული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა და უფრო მეტად ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ კონსტრუქციულ რეჟიმში.

ამ ვიზიტის სამიზნე იყო არაფორმალური მმართველობის პრობლემის იდენტიფიცირება ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების მეშვეობით და ა.შ. მათ ამ მონიტორინგის შედეგად გამოავლინეს მსგავსი პრაქტიკა. 

ისინი საუბრობენ ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ისინი საუბრობენ ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება და შესწავლა არასათანადოდ ხდება, რომელთა დაკავშირებითაც მათ გააჩნიათ ეჭვი, რომ ეს არ იყო შემთხვევით მიღებული დაზიანებები, საუბრობენ ასევე, საკნებს შორის კეთილმოწყობის მიხედვით განსხვავებაზე და ა.შ. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო შესაბამისი უწყებების მიერ და დღეს საჭიროა ვისაუბროთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რადგან ციხის კრიმინალური სუბკულტურა და ადმინისტრაციის მხრიდან დელეგირებული მმართველობა პრივილეგირებულ პატიმრებზე არის ძალიან დიდი პრობლემა". - თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა