კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი რეზნიკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა

ნახვები: 585 ალექსეი რეზნიკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უკრაინის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ქვეყნის სამხრეთით ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია უბრძანა, ამისთვის უკრაინა დასავლური იარაღით აღჭურვილ მილიონიან საბრძოლო ძალას აგროვებს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმების შემუშავება, რადგან ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად ეს ძალიან საჭიროა. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენერალური შტაბი ასრულებს დავალებას და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა „ა“, „ბ“ და „გ“, – განაცხადა მინისტრმა.

რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ საკუთარ პარტნიორებს წერილებს უგზავნის, რითაც თავისი სამუშაოს ნაწილს ასრულებს. გენერლები განიხილავენ, თუ რა სახის იარაღი სჭირდებათ, რის შემდეგაც ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა