თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს

ნახვები: 467 გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს

გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, გორში, გურამიშვილის ქუჩაზე მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს. მათ მხარდაჭერას უცხადებენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები, რომლებიც გარემოვაჭრეებთან იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებიც. მოვაჭრეები ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან აკრძალვას.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში შესთავაზა, სადაც ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიმბოლურ ფასად შეძლებენ. თუმცა მერიის შეთავაზებას გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლები მოვაჭრეების უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდებიან.

„ეს არის ადამიანების ბრძოლა იმისთვის, რომ გადარჩნენ. ამ ხალხს მთავრობა იმისთვის არ აურჩევია, რომ დაიშალოს გადარჩენა. ისინი იძულებულები არიან, თავი გადაირჩინონ და ქუჩაში ამიტომ ივაჭრონ. მათ შესთავაზეს სხვა ფართი, მაგრამ ამ ადამიანებისთვის იქ ვაჭრობა არაა მომგებიანი, სხვადასხვა გარემოების გამო. ჩვენ ყველა გზებით შევეცდებით მაგათ დაცვას, მათ შორის სამართლებრივი გზებით, იქნება ეს სასამართლოს გზა; თუ იქნება საჭიროება, საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და იქ დავადგენთ, ეს ნორმა რამდენად არის კონსტიტუციური, რადგან გვგონია რომ ეს ხალხი არის ბოლომდე მართალი“, – აცხადებს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელი ბადრი გრიგალაშვილი.

ვაჭრობისთვის საჭირო კონსტრუქციებისგან ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს. ორი დღის წინ კი, ქუჩები გაწმინდეს დახლებისგან, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა