კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაშმაგებული შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი-გია ცაგარეიშვილი

ნახვები: 456 გაშმაგებული შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი-გია ცაგარეიშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილის კონტექსტსა და ძირითად ფაბულას ვიზიარებ, – აღნიშნავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ  განცხადებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, გაშმაგებული შეტევაა ბიძინა ივანიშვილზე, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და მისივე განცხადებით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, საზოგადოებამ იცის, ვინ არის ეს ადამიანი.

„დავაკვირდეთ, ამ წერილზე გამოხმაურება რა იქნება. სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ, რომ ხშირ შემთხვევაში, ამგვარი მიმართვები არის ხოლმე მგლის თავზე სახარების კითხვა. ადამიანებს გონება ისე აქვთ დახშული, რომ არაფრით არ დაგიდევენ მოწოდებებს იქითკენ, რომ საზოგადოებაში სიტუაცია დამშვიდდეს, ჩაერთოს ერთიან სამუშაოში, რომელიც ჩვენ წინ გვიდევს. თქვენ ხედავთ, რომ არის გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე. ამ ადამიანის დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ამაშია ჩართული ყველა, ვისაც არ ეზარება –  პოლიტიზებული მედია, პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ; ასევე გარე აქტორები, ხშირ შემთხვევაში დასპონსორებული ადამიანები უცხოეთიდან, რომელიც ღია ეთერებში ერთვებიან, ასევე ხელს უწყობენ ივანიშვილის დემონიზაციას.

არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისგან არაფერი არ გამოვა. თუმცა არის გაშმაგებული, აღვირახსნილი კამპანია მის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც კი დასრულდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. იქიდან მოყოლებული დღემდე ხდება ამ ადამიანის დემონიზაცია“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა