საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ბიძინა ივანიშვილი მართვაში მონაწილეობას არ იღებს, ამის აუცილებლობა არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება-გია ვოლსკი

ნახვები: 570 ბიძინა ივანიშვილი მართვაში მონაწილეობას არ იღებს, ამის აუცილებლობა არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება-გია ვოლსკი

ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ მიმართულებით, რომ მან პოლიტიკურ მმართველობაზე გავლენა მოახდინოს და ისეთი ნაბიჯები გადადგმას, როგორიც რადიკალურ ოპოზიციას ესიამოვნებოდა, ეს არის ფორმულა, რომელიც შემოგვთავაზეს და არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოში არსებობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მართვაში მონაწილეობას არ იღებს და ამის აუცილებლობა არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება, რადგან ხელისუფლებას საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რათა ქვეყანაში სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას ცეცხლის ალის გადმოტანა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში ბობოქრობს.

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ზოგადად, საქართველოს მიმართ სანქციების შემოტანა და უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო, არის და იქნება ის სტრატეგია, რომელიც „ნაცმოძრაობა“ გააჩნია, რომელსაც საკუთარ მმართველობაში ევროპული სტანდარტის არც ერთი ნიშანი არ ჰქონდა. მათ ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენიათ, როგორც მთავარი წინააღმდეგობა მათსა და ხელისუფლებას შორის და ყველანაირი ხერხით იქნება გაგრძელებული მის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ისეთი ხერხებით, როგორიცაა დეზინფორმაცია, ფეიკნიუსების გავრცელება, ლობისტების მოზიდვა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოსალოდნელი არ არის, რადგან ნებისმიერი ობიექტური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ის ამას არათუ არ იმსახურებს, არამედ ეს სერიოზული დარტყმა იქნება იმ პროექტებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, მას საკმაოდ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა და არ შეიძლება, ამ მეთოდით იყოს შეყვანილი პოლიტიკურ ასპარეზზე.

„მთავრობას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ სიტუაცია მართოს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არ არის. ის ყოველთვის გვერდში ედგა და დაუდგება სახელმწიფოს, მათ შორის შესანიშნავ პროექტებს ახორციელებდა და დიდი დანახარჯები აქვს გაწეული, რომ 2004 წლიდან ახალი მთავრობისთვის შეენარჩუნებინა სტაბილურობა, გაეძლიერებინა ქართული ჯარი, ქართული პოლიცია ჩამოეყალიბებინა და უამრავი რამ აქვს გაკეთებული. მცირედიდან დაიწყო და მისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს ინტერესებისკენ არის მიმართული“, – დასძინა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა