კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - ევროინტეგრაციას ვერ წაადგება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც გვემუქრებიან ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელნი

ნახვები: 498 გია ვოლსკი - ევროინტეგრაციას ვერ წაადგება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც გვემუქრებიან ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელნი

მადლობა 218 ევროპარლამენტარს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მხარი არ დაუჭირეს იმ მავნებლურ რეზოლუციას, რომელიც კუბილიუსისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იყო მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ.

„ამ ყველაფერმა კონფრონტაციის პლატფორმა შექმნა და ხელი შეუწყო ქვეყანაში არათუ დეპოლარიზაციას, არამედ დაპირისპირებას. საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. რა თქმა უნდა, ანდრიუს კუბილიუსი განცხადებებს აკეთებს და უკან ვერ დაიხევს, რადგან წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა მან და სხვამაც, ვისაც საქართველოსთვის არანაირი სიკეთე არ უნდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, ტექნიკური მთავრობა საქართველოსთვის წარმატების მომტანი ვერ იქნება, არამედ ის ხელს შეუწტობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. მისივე თქმით, საზოგადოების უდიდეს ნაწილის სურს ევროინტეგრაცია, რასაც არანაირად არ წაადგება დესტაბილიზაციის პროცესი.

„ტექნიკური მთავრობა ისეთი მითია, რასაც არათუ რაიმე წარმატება შეიძლება, ჰქონდეს საქართველოსთვის, არამედ შეიძლება, ის გზა გააგრძელოს, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქვია. ეს არ და ვერ მოხდება, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, 85 პროცენტზე მეტისთვის ევროინტეგრაცია საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ამ პროცესს კი, ვერანაირად ვერ მოუხდება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც გვემუქრებიან ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელი ადამიანები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა