კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 358 ტესტი ჩატარდა

ნახვები: 248 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 358 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 481 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც:

3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 120, აჭარაში - 417, იმერეთში - 536.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 913 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 102, იმერეთში -173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 16, იმერეთში - 17.

668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 352 - თბილისში, 275- აჭარაში.

8 071 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 11.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 769 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 512 პირი, აჭარაში - 2 127, იმერეთში - 1 728.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა