კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანთან შეკითხვებზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას-დიმიტრი ხუნდაძე

ნახვები: 449 კელი დეგნანთან შეკითხვებზე პასუხები სჭირდება საზოგადოებას-დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მისი კოლეგის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისადმი შეკითხვებთან დაკავშირებით პასუხები არ მოუსმენიათ. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხები მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

„რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვები კელი დეგნანის მისამართით. მიუხედავად ამ გასული დროისა, ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი კითხვებზე, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, თუ რას ფიქრობს მთავარი პარტნიორი ქვეყნის ელჩი საქართველოში. ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკულად, იქნება საზომი დასავლური ღირებულებების ქვეყანაში; ეს სჭირდება საზოგადოებას, რომ მათ იცოდნენ, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და ხომ არ არის ის თამაშის მსხვერპლი, თამაშის, რომელიც შესაძლოა, გულისხმობდეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას იმ ხელისუფლებით, რომელიც იქნება მორჩილი ყველასა და ყველაფრის მიმართ, რომელიც არ გაითვალისწინებს უმაღლეს რანგში მთავარს – საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესს; ან ხომ არ არის კიდევ უარესი თამაშის ის ნაწილი, როცა დასავლეთი გარკვეულწილად, ვაჭრობს რეგიონში და სცენარის ნაწილი შესალოა, იყოს საქართველოს დათმობა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ერთიც და მეორეც მიუღებელია, ამიტომ საზოგადოებამ რომ იცოდეს, პირდაპირი და ჭეშმარიტი სიმართლე და არა თამაშში იკითხოს, რა ბედი ეწიოს მის ქვეყანას, საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა