კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრას აუსტრევიჩუსი - იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ნაკლოვანებები

ნახვები: 462 პეტრას აუსტრევიჩუსი - იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ნაკლოვანებები

ნათელი იქნება, რომ ვუთხრათ ქართველ პოლიტიკოსებს, შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. შეიძლება ამაზე მარტივად თქმა? ვფიქრობ – არა. პრიორიტეტები კარგად წარმოდგენილი და ახსნილია, მაგრამ ვაწყდებით სისტემურ გამოწვევას, რაც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე​, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია წარადგინეს.

მისივე თქმით, იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ნაკლოვანებები. პეტრას აუსტრევიჩუსი აღნიშნავს, რომ იმედი აქვს, მმართველი პარტია მოიწვევს ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ დავალების შესასრულებლად.

„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ საქართველოზე მსჯელობას, იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაზე, რატომ ხდება ეს? სავარაუდოდ საქმე საქართველოს პოლიტიკურ სისტემაშია, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ოპტიმისტურები, როცა მომავლისკენ ვიხედებით. ძალიან ნათელი იქნება, რომ ვუთხრათ ქართველ პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით მმართველ პარტიას – შეასრულეთ 12 პრიორიტეტი. ეს ძალიან მკაფიო და მარტივია. შეიძლება ამაზე მარტივად თქმა? ვფიქრობ – არა. ეს პრიორიტეტები კარგად წარმოდგენილი, კარგად ახსნილია, მაგრამ ვფიქრობ, ვაწყდებით სისტემურ გამოწვევას, რაც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში. იდეალური დროა საქართველოსთვის, მოაგვაროს უთანხმოებები და გამოასწოროს ეს ნაკლოვანებები. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია მოახდენს პოზიტიურ მობილიზებას და მოიწვევს ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ დავალების შესასრულებლად. ეს ეხება საქართველოს მომავალს და არა ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა