კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა არ შევა

ნახვები: 432 ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა არ შევა

ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, თუმცა ცნობილია, რომ გაზის იმპორტზე შეზღუდვები არ დაწესდება. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

ფიალას თქმით, სანქციები, რომელზეც მუშაობა სრულდება, სავარაუდოდ ოქროს იმპორტსა და დამატებით, ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტს აკრძალავს.

ევროკომისიამ სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.

"მეშვიდე პაკეტი მზადდება და ვფიქრობ, რომ ეს კარგი კურსია", - თქვა ფიალამ.

"რაც ცალსახად პრობლემურია, ენერგიის სანქციებში შეტანაა, რადგან დაცული უნდა იყოს წესი, რომ სანქციებმა დიდი გავლენა უნდა იქონიომ რუსეთზე, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ სანქციებს ატარებენ", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

იგი ამბობს, რომ არავითარი შანსი არ არსებობს, რომ სანქციებში გაზი მოხვდეს:

"მგონია, რომ ეს იქ არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული რუსულ გაზზე".

ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი აკეთებს ყველაფერს, რათა შეამცირონ რუსულ გაზზე დამოკიდებულება, "მაგრამ ამ ზამთარში ეს ვერ მოხდება".

სანქციების პირველი ექვსი პაკეტი მოიცავდა რუსი ოლიგარქებსა და მაღალჩინოსნებისთვის აქტივების გაყინვასა და ვიზების გაცემის შეჩერებას, კონტროლს ექსპორტზე, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, SWIFT-დან რუსული ბანკების გათიშვას და რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა