Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ-ლევან ბეჟაშვილი

ნახვები: 569 არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ-ლევან ბეჟაშვილი

ვროპარლამენტმა საშუალება მოგვცა, გადაწყვეტილებების მიღება ცაიტნოტში არ ხდებოდეს, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის. მათ შეუძლიათ, პირველ იანვრამდე მიიღონ ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც 12-პუნქტიან გეგმაშია გაწერილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილმა შეაფასა ევროკომისიის წარმომადგენელის განცხადება, სადაც  მიხაელ რუპი ამბობს: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, არ უნდა დაელოდონ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოიპოვოს.

„2023 წლამდე ვადის გადაწევა კარგი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპარლამენტმა საშუალება მოგვცა, გადაწყვეტილებების მიღება ცაიტნოტში არ ხდებოდეს, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის და მათ შეუძლიათ, პირველ იანვრამდე ყველა ის საკანონმდებლო აქტი მიიღონ, რომელიც 12 პუნქტიან გეგმაშია გაწერილი. როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირობების შესრულებისთანავე, ქვეყანას ავტომატურად სტატუსი მიენიჭება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და პირობების შესრულების კვალდაკვალ კანდიდატის სტატუსი უახლეს ვადაში უნდა მოვიპოვოთ. ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკასა და მოსახლეობის ინტერესებს. ამიტომ, მოქმედება დროული უნდა იყოს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში მკვეთრად გამოიკვეთა დეოლიგარქიზაციის ვალდებულება. დასახელდა სახელი და გვარი – ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, იმ ადმინისტრაციულ,  ბიუროკრატიულ გავლენას, რაც მას აქვს მმართველ პარტიაზე და მთავრობაზე. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული მომავალი წარმოუდგენელია. ბიძინა ივანიშვილს შანსი აქვს, თავისი პირადი კეთილდღეობა და სტატუსი გადადოს ქართველო ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამით მოიპოვოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა