Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მცდელობებს მიესალმება

ნახვები: 571 აშშ ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მცდელობებს მიესალმება

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ლიბანსა და ისრაელს შორის საზღვაო საზღვრების დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მცდელობებს, რომელიც ხელს შეუწყობს სანავთობე და გაზის რესურსების განსაზღვრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ შეთანხმებამ შეიძლება, უფრო მეტი სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოიტანოს, როგორც ლიბანისთვის და ისრაელისთვის, ასევე რეგიონისთვის და მხარეთა შორის რეზოლუციის მიღება შესაძლებელია“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

პრაისის თქმით, რეზოლუციისკენ პროგრესი მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით მიიღწევა.

ლიბანი და ისრაელი ჩართული არიან აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებებში საზღვაო საზღვრების დადგენის მიზნით, რომელიც მხარეებს დაეხმარება, განსაზღვრონ ნავთობისა და გაზის რესურსების კუთვნილება. მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ ხელი შეუშალა ენერგოპროდუქტების მოძიებას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილებში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა