Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას - ნედ პრაისი

ნახვები: 569 აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას - ნედ პრაისი

აშშ მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და სჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლისა და კეთილდღეობის მისაღწევად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტი ბრიფინგზე დაინტერესდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში აშშ-ის როლით. ნედ პრაისს განცხადებით, აშშ გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით.

„ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ამ შენობიდან, ასევე ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ ამის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართა. მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა