Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ნედ პრაისი - კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ნახვები: 569 ნედ პრაისი - კელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

ელი დეგნანი და მისი გუნდი მოწადინებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ელჩს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგიერთი ქართველი ოფიციალური პირის რიტორიკა, როგორც ჩანს მიზნად ისახავს ქართველი მოქალაქეების გადაყვანას ამ მიზნიდან. ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა.

დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე.

ჩვენ ვმუშაობთ მხარდამხარ 30 წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით და ეს რჩება უცვლელი“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა