Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნაზე

ნახვები: 567 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნაზე

ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაერო-ს მიერ დღეს სტამბოლში ხელმოწერილ შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნის შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ბორელის შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული კრიტიკული ნაბიჯი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის გადასალახად.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას აქვს გამანადგურებელი გლობალური შედეგები. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით. რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება. ამჯამინდელი შეთანხმება არის ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს ძალისხმევას და გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის ლიდერობას ამ საკითხში. ასევე, აქებს თურქეთს შეთანხმების მიღწევაში და ამ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაში მისი მნიშვნელოვანი როლისთვის.

ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს უკრაინას, გლობალურ ბაზარზე გაიტანოს რაც შეიძლება მეტი მარცვლეული, რაც შეიძლება სწრაფად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა