ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დღევანდელი შეთანხმებით ხელს შევუწყობთ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანისთვის შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას

22.07.2022 ნახვები: 558

დღეს შეთანხმებული ტექსტით ჩვენ ხელს შევუწყობთ შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც ელოდება მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში, აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან აზიამდე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეთანხმება გლობალურ ინფლაციაზე კონტროლსაც უზრუნველყოფს.

„გემების ტრანზიტით, რომელიც მომდევნო დღეებში დაიწყება, ჩვენ შევთავაზებთ შავი ზღვიდან ახალ ტალღებს სუნთქვისთვის მრავალ ქვეყანას. დღეს შეთანხმებული ტექსტით ჩვენ ხელს შევუწყობთ შიმშილის საფრთხის თავიდან აცილებას, რომელიც ელოდება მილიარდობით ადამიანს მთელს მსოფლიოში, აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ამერიკიდან აზიამდე. მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს მარაგების გლობალური უსაფრთხოება სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში. ჩვენ ასევე ვეხმარებით სურსათის ინფლაციის კონტროლს, რომელიც გლობალურ პრობლემად იქცა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება, არამხოლოდ ამ ქვეყნებს, არამედ მთელ მსოფლიოს ექნება დანაკარგები. კონფლიქტი, რომელიც ხუთი თვეა, გრძელდება და მისი გლობალური ეფექტები, სამწუხაროდ, ამართლებს ამ პროგნოზებს. ჩვენ გვსურს, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, შეძლებისდაგვარად სწრაფად დასრულდეს. სამშვიდობო შეთანხმებაში დამარცხებულები არ არიან“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა