Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ბოჭორმის ციხე-კომპლექსს საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

ნახვები: 569 ბოჭორმის ციხე-კომპლექსს საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფებოდა, სადაც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსთან, მეუფე მიქაელთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან, ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილთან ერთად, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის მდგომარეობას გაეცნო. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა მიიღო ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბოჭორმის ციხისა და წმ. გიორგის ეკლესიის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც, 90-იან წლებში, სოსო ბანძელაძისა და ნიკო ზაზუნიშვილის მონაწილეობით ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შედგა შეთანხმება, რომ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბოჭორმის ციხე-კომპლექსის შესანარჩუნებლად, რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. პროცესში სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტებზე, ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.

თიანეთის რაიონში მდებარე ბოჭორმის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა