Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება

ნახვები: 571 „ნიუ იორკ თაიმსი“ - უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება

უკრაინის მარცვლეულის განბლოკვაში დახმარების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი ბაიდენისთვის თავის ტკივილად რჩება, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“.

სტატიის თანახმად, სტამბოლში შეთანხმების გაფორმებამდე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შესაძლოა, ვეტო დაადოს ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის წევრებად მიღების გეგმებზე უახლოეს თვეებში და ეს იქნება ქმედება, რომელიც შეარცხვენს ალიანსს და ბაიდენის ადმინისტრაციას, როდესაც ისინი მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში კიდევ ერთ მაგალითად მოყვანილია თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის და ირანის პრეზიდენტებთან. სტატიის ავტორის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნის ყოფნა ამერიკის ორ მთავარ მეტოქესთან, შეეჯახა ღრმად იზოლირებული ირანისა და რუსეთის დასავლურ ნარატივს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ასევე გამოთქვამს შეშფოთებას ერდოღანის მუქარებთან დაკავშირებით, რომ ანკარა ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ისგან მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

„ერთად აღებული, ბ-ნი ერდოღანის ქმედებები და ბ-ნი ბაიდენის შეზღუდული შესაძლებლობები, შეაკავოს ისინი, ხაზს უსვამს თურქეთის ლიდერის, როგორც სამხედრო მოკავშირის უნიკალურ პოზიციას, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება მისი დასავლელი მოკავშირეების დღის წესრიგს. აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის ეს ხშირად ჭკუიდან შემშლელი როლია“, – აღნიშნულია სტატიაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა