Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

სერგეი ლავროვი - რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღადგინოს მოლაპარაკებები უკრაინასთან საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე

ნახვები: 568 სერგეი ლავროვი - რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღადგინოს მოლაპარაკებები უკრაინასთან საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე

რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღადგინოს მოლაპარაკებები უკრაინასთან საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე.

აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაიროში, ეგვიპტელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკებები საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, მაგრამ საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, უამრავი რაოდენობის მრჩევლებით დამთავრებული, გამუდმებით აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება უკრაინელი ხალხისთვის არახელსაყრელი ვითარება.

„რაც უფრო მეტხანს განაგრძობენ ისინი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, ამასთან, ჩვენ ყველას გვესმის, როგორი და ვისი აღსასრული დადგება, მით მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არ არის სასარგებლო უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა