Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

„ტელეგრაფი“ - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ნახვები: 567 „ტელეგრაფი“ - ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატო-ს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე. ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობა ვაკანტური მომდევნო წლის სექტემბერში იქნება. გამოცემა წერს, რომ ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობა ენიჭება „აშშ-ის უნდობლობის გამო ევროკავშირის ნებისმიერი ფიგურის მიმართ, რომელიც დაიკავებდა პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“.

ბრიტანეთში ასევე გამოითქვა ეჭვი ჯონსონის კანდიდატურის წარმატებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ იდეას ვეტოს დაადებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა