Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

უამრავი მოტივი შეიძლება, ჰქონდეს ელჩს, რატომაც უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს-სანდრო რაქვიაშვილი

ნახვები: 571 უამრავი მოტივი შეიძლება, ჰქონდეს ელჩს, რატომაც უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს-სანდრო რაქვიაშვილი

უამრავი მოტივი შეიძლება, ჰქონდეს ელჩს, რატომაც უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს, არ მგონია, დამაჯერებელი იყოს ინტერპრეტაცია, რომ ეს მაინცდამაინც ომს ეხებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, პრობლემა არ არის იმაში, რომ ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.

„ელჩი რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ამაში პრობლემა არ არის. მინიმუმ იმიტომ, რომ ელჩი მარტო პოლიტიკოსებს არ ხვდება და ახლა ბიძინა ივანიშვილი, სხვა თუ არაფერი, მილიარდერია და უამრავი მოტივი შეიძლება, ჰქონდეს ელჩს, რატომაც უნდა შეხვდეს ბიძინა ივანიშვილს. ხოლო რაც ეხება მის განცხადებას, ამ განცხადებიდან საერთოდ არ იკვეთება, რომ რამე ცუდზე იყო საუბარი. თეორიულად, მართლაც სამეულის განცხადებები რომ გავითვალისწინოთ, შეიძლება, ასეთი მცდელობა იყოს, რომ შეიძლება, მართლა ამაზე ვილაპარაკოთ. მე მგონია, რომ ამ სამეულის აქტივობა სპექტაკლია, რომ მთავარ თემებზე, პრობლემებზე არ ვილაპარაკოთ და ყურადღება იქნას გადატანილი რაღაც ვირტუალურ საფრთხეზე. მიუხედავად იმისა, რომ სამი საათი ლაპარაკობდნენ ან ბიძინა ივანიშვილმა პირადად უნდა თქვას, რა თქვა ელჩმა, იყო თუ არა რამე მსგავსი ტიპის დისკუსია, ან ელჩმა უნდა თქვას რამე მსგავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც არ მგონია, რომ დამაჯერებელია ის ინტერპრეტაცია, მიუხედავად სამსაათიანი დისკუსიისა, რომ ეს მაინცდამაინც ომს ეხებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისის“ საკითხს, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხს ბევრი ახსნა შეიძლება, ჰქონდეს, მაგრამ მას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.

„ძალიან რთულია სიტუაციის შეფასება, როცა ბევრი ინფორმაცია არ გაქვს. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ნებისმიერი ახსნა იყოს, დაწყებული პოლიტიკური მოტივით, დამთავრებული იმით, რომ აქვს ფინანსური პრობლემები. წინა წელს ორმილიარდიანი ზარალი ჰქონდა ამ ბანკს და ზოგადად, სავსებით შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ აქვს ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს და ამიტომ ეძებს ყველა საბაბს, რომ ეს ფული არ დაუბრუნოს. ხოლო აქ უკვე პოლიტიკოსებმა და მათ შორის ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის, რაღაც კუდები მოაბეს ამ ამბავს, მაგრამ შეიძლება, სულ სხვა ახსნა ჰქონდეს. ამიტომ, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ რამე კონკრეტული ვთქვა. არ ვიცი, თუ ბიძინა ივანიშვილი ამას დეტალურად ილაპარაკებს ან მისი ადვოკატები, შეგვიძლია, მერე განვიხილოთ. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, როცა პოლიტიკური მოტივია ან როცა სანქციების რისკი ჩნდება, როგორც წესი, ყველა ბანკს და ყველას ეხება. ყველა ცდილობს, თავიდან აირიდოს ასეთ ადამიანთან ურთიერთობა“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა