Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ალეკო ელისაშვილი - სახლობანას უნდა მოეშვან, ვერ ვხვდები, რას აკეთებს ვაშაძე და რატომ აიყოლია „ლელო“

ნახვები: 568 ალეკო ელისაშვილი - სახლობანას უნდა მოეშვან, ვერ ვხვდები, რას აკეთებს ვაშაძე და რატომ აიყოლია „ლელო“

პარტია „მოქალაეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ წარმოებული ალტერნატიული პროცესი არასერიოზულია და უპასუხისმგებლობაა.

მისივე თქმით, სახლობანას თამაშს თავი უნდა დაანებონ.

„ოპოზიციის მიერ წარმოებული ალტერნატიული პროცესი არის ძალიან არასერიოზული და უპასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ. რას ვხედავთ? – მაგასთან არ დავჯდებიო, მაგრამ იმავე შენობაში დაიწყეს ალტერნატიული ჯგუფების შექმნა. ეს რა არის? პარლამენტში მუშაობ, კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფში არა? სახელი არ მოსწონთ? სახლობანას უნდა მოეშვან. არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ თუ კანდიდატის სტატუსი გვინდა, მაშინ ამ ყვემაფერს ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მივეკიდოთ. სამუშაო ჯგუფებში იმიტომ უნდა დავსხდეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე სათქმელი არ მივცეთ. ევროპული რეკომენდაციაა პოლარიზაციის შეწყვეტა და რომც არ მოგვიწოდონ, პარლამენტში, ერთ შენობაში ვართ და ვითომ, ერთად დასხდომა და ლაპარაკი არ გვინდა? – იქ ყავის და ჩაის დასალევად არავინ დადის, ამ სამუშაო პროცესს ნუ აიაფებენ.

რას აკეთებს ვაშაძე და რატომ აყოლილა „ლელო“,  ვერ ვხვდები. ევროპული ინტეგრაციის გარდა, ამ პროცესს არაფერი მოაქვს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის სიბრიყვეს ძალიან მოხერხებულად და უსინდისოდ იყენებს. ღრმა სიბრიყვე იყო, რომ შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი რომ არ მოაწერა სამი თვე, შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელს რომ თავზე გადაახია და თქვეს, ხელს ახლა ვაწერთო, ეს მაინც ხომ გვაქვს გავლილი? როცა ვაშაძე ასეთ რამეს აკეთებს, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან იმის თქმის საბაბს აძლევს, რომ თქვან, სამუშაო ჯგუფებში არ მოვიდნენო. ამას რატომ აკეთებენ?  ან „ქართულ ოცნებას“ შეგნებულად ეხმარებიან და დავალება აქვთ, ან რა უნდათ?“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა