Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფი

ნახვები: 569 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფი

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება არის თურქეთის დიპლომატიური წარმატების ნაყოფი, – როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ყველა აღიარებს, რომ მარცვლეულის კრიზისის გადასალახად გადადგმული ნაბიჯები, რომლებსაც მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმატების შედეგია“, – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, სამუშაო, რომელიც ხორციელდება თურქეთის ხელმძღვანელობით, არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება.

ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოდესის პორტი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა ხომალდმა დატოვა. გემი, რომელიც 26 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული, 2 აგვისტოს სტამბოლში ჩავა, საიდანაც, თურქული მხარის მიერ შემოწმების გავლის შემდეგ, ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში გაემგზავრება.

ერდოღანის თქმით, „სტამბოლში გაიხსნა მარცვლეულის კვანძი“.

შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას რუსეთმა და უკრაინამ 22 ივლისს სტამბოლში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით მოაწერეს ხელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა