Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 568 თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე-მამუკა მდინარაძე

აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმზე საუბარი, მათგან, ვინც თავად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ერთ-ერთი კამპანიის ფეიკნაწილია.

„ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ, ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკნაწილია. ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას. ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო. თუ რამე მსგავსი საჭიროა, ამის ინიციატივები ისედაც გაჩნდება, მაგრამ ამ საკითხს იყენებენ იმ ფეიკკამპანიის გასაძლიერებლად, რომელიც დაიწყეს. გუშინ აცხადებდნენ, რომ უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა რუსი ტურისტების, გაჩვენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას, სადაც 2019 წელს შემოსულია მილიონ 472 ათასი რუსი ტურისტი და 2022 წელს შემოსულია 247 ათასი რუსი ტურისტი, აქ უპრეცედენტობა ტყუილია. 2018 წელს შემოვიდა მილიონ 405 ათასი. ახლა ჩვენ ვამხილეთ მათი ფეიკი, უპრეცედენტობა არის ტყუილი. ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში ტურიზმის სფერო. როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და ახლა გვეუბნებიან, როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში. საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება, თუ რაშია საქმე. ტურიზმის დაკავშირება ასეთ ნარატივებთან, როგორიცაა მათ მიერ მოგონილი შავი ხვრელი, სანქციების არიდება, არის უბრალო ტყუილი. ტურიზმი ამ ქვეყანაში მოიცავდა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ეს უბრალოდ მოგონილი ამბავია იმისთვის, რომ ვიღაცებს დააჯერონ, თითქოს აქ პრობლემა გვაქვს. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, თითქოს უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, პირიქით ნაკლებია შემოსული. ჩვენ თავის მართლება გვიწევს იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თავად გააუქმეს ვიზები და ახლა საუბრობენ რუსი ტურისტის პრობლემაზე, რაც მოგონილი ამბავია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა