თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან

09.08.2022 ნახვები: 591

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა