დონალდ ტრამპი: თუ ირანი ვაშინგტონში თავდასხმას განახორციელებს, ისეთ ფასს გადაიხდის, როგორიც აქამდე არცერთ ქვეყანას არ გადაუხდია
სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ჟურნალისტს ავტომობილი და 30 000 დოლარიც ჩამოერთვა
ელისო კილაძე: ეს არ იყო ქოლცენტრების საქმე, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემი პერსონალური განადგურებისთვის – ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლას გავაგრძელებ
Ukrainian Armed Forces hold first-ever sergeants’ forum in Kyiv
Ukraine should join NATO, must not give up territory in exchange, Estonian DM says
Fire breaks out at a petrochemical complex after attack in Russia’s Bashkortostan – media
Kyiv’s Northern and Southern Bridges remain closed as experts assess damage from Russian attack – Klitschko
One of Crimean Bridge’s arches damaged in second strike

დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

ნახვები: 337 დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის დროს რამდენიმე დრონმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიღწევა“, -განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლება იღებს ზომებს დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

დრონის ფრაგმენტები სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე დაეცა. დაფიქსირდა მცირე დაზიანება. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის თქმით, ქალი დაშავდა, როდესაც დრონის ნამსხვრევები ელექტროსტალში კერძო სახლის სახურავზე დაეცა.

მისივე თქმით, დრონი ასევე მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს ჟუკოვსკში. დაზიანდა კერძო სახლები ქალაქებში ჩეხოვსა და პავლოვსკი პოსადში, დრონების ფრაგმენტები კრიუკოვოს დასახლებაში რამდენიმე აგარაკის ტერიტორიაზე დაეცა.

ასევე დაზიანდა ფიტნეს ცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრის „ბელაია დაჩას“ სახურავს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

რუსული მედიის ცნობით, დღეს დილით დედაქალაქთან მიახლოებისას 52 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა