EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran

კვლევის მიხედვით, იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს

ნახვები: 719 კვლევის მიხედვით, იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს

იტალიაში სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ულტრამემარჯვენეების, მემარჯვენეებისა და ცენტრისტების ბლოკს აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია კატანეოს ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიხედვით, ალიანსს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს 245 ადგილი 400-ადგილიან ქვედა პალატაში და 127 ადგილი 200-ადგილიან სენატში.

კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე წარმომადგენლობითი პარტია ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ იქნება. ბლოკის საარჩევნო დაპირებების საფუძველზე, გამარჯვების შემთხვევაში, ალიანსი გადასახადების შემცირებას, პენსიების ზრდას და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას გეგმავს.

კონსერვატიულ ბლოკში შედიან ჯორჯია მელონის ულტრამემარჯვენე „იტალიის ძმები“, მატეო სალვინის „ლიგა“, სილვიო ბერლუსკონის „წინ იტალია“ და რამდენიმე მცირე ცენტრისტული მოკავშირე.

დასავლური მედია წერს, რომ ერთ-ერთი ასეთი საკონსტიტუციო ცვლილება, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, მთავარი პრიორიტეტია „იტალიის ძმებისთვის“, რომლის ლიდერი, ჯორჯია მელონი, კონსერვატორების გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით იტალიის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა