ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ნახვები: 349 აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ ENKA Renewables-ის სასარგებლოდ გამოტანილი საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულებაში მოაქცია. 11 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ დავას ეხება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში ENKA-სთვის დაახლოებით 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თანხას ერიცხება SOFR+4%-იანი პროცენტი, რის გამოც, BM.GE-ის ინფორმაციით, გადასახდელი თანხა ამ დროისთვის 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.

საქართველო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას საფრანგეთის სასამართლოში ცდილობს და აშშ-ის სასამართლოსაც სთხოვდა, პარიზში მიმდინარე პროცესის დასრულებამდე აღსრულება შეეჩერებინა. კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ENKA-ს მოთხოვნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ დააკმაყოფილა.

სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს არგუმენტებიც, რომ საარბიტრაჟო განხილვისას სახელმწიფოს ზიანის დათვლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის სრულყოფილად წარმოდგენის შესაძლებლობა არ მიეცა და რომ გადაწყვეტილების აღსრულება აშშ-ის საჯარო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

დავა „ნამახვანჰესის“ პროექტს უკავშირდება. ENKA 433-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას გეგმავდა, რომლის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი დოლარი იყო. კომპანიამ პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში, მისი მონაცემებით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

2021 წელს პროექტი შეჩერდა და ENKA-მ სახელმწიფოსთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყვიტა, რის შემდეგაც საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საბოლოოდ საქართველოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა