Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

კახა კალაძე- ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს

ნახვები: 571 კახა კალაძე- ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს

ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევის არანაირი საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია.

„ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა, ევროპული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს განხორციელებული, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული. ქართული პასპორტით ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა ბევრია კიდევ სამუშაო ამ მიმართულებით. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საბოლოოდ ჩვენ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველო ომს არ იწყებს, არ ერთვება ომში, მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნება და საქართველო არ უერთდება სანქციებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, რომელიმე კომპანია ან პიროვნება თუ სანქცირებულია, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუ რომელიმე კომპანია, ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, მას საქართველოში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია, არსებობს კანონი, ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ დაარღვევს კანონს, მას მოჰყვება ყოველთვის შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა