EU not to recognize Russian elections in occupied Ukrainian territories
Zelensky to discuss at UN General Assembly how to achieve peace through joint efforts
ზელენსკი: რუსეთმა ათ რეგიონს დაარტყა და ომის გაფართოებისთვის მზადყოფნის სიგნალებს იძლევა
ლევან ახობაძე ბრალს არ აღიარებს, ადვოკატის განცხადებით, ის საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ დანაშაულის აღიარებას არ აპირებს
Russian forces attack two districts in Kyiv region
Russia loses 1,660 soldiers and three air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Demchenko explains where border violators most often attempt to cross
Trump announces 'big things' in war with Iran

მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგეს

ნახვები: 715 მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგეს

არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ვერ მივცემ თავს უფლებას, კრიტიკული მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა საკითხის დასმა იმასთან დაკავშირებით, ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი,

რატომ გადაწყვიტეს მათ ცალკე მოღვაწეობა, რათა მათ საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ, რომლებსაც შეიძლება, ხედავდეს საზოგადოების ცალკეული წევრები და წარმომადგენლები.

შესაბამისად, მათი სურვილი განაპირობებდა დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს. შესაბამისად, აქ რატომ გაჩნდა კითხვა, არ მესმის. თუ ივარაუდება, რომ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან თუ არა – სწორედ ეს იყო მიზეზი მათი დამოუკიდებლად მოქმედებისა, რომ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მიჩნეული იყო, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა, ესაუბრათ საჯაროდ, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც არ ვთვლით რომ ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვისაუბროთ.

არ მგონია, რომ რაიმე შეთქმულების თეორიების ძიება რამეში წაგვადგება, რადგან ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ ითქვა იმასთან დაკავშირებით, ვის რა პოზიციები აქვს და ვინ რა თემაზე საუბრობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა