Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ლევან იოსელიანი - მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება

ნახვები: 570 ლევან იოსელიანი - მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება

მოწოდებებით საუბარი, რომ ვიღაცა ვიღაცას საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება, იმ თვალსაზრისით, რომ პარტიებს ამის პოტენციალი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ადამიანებს როდესაც რაღაცის მიმართ აქვთ პროტესტი, ყველა მოწოდების მიუხედავად გამოდიან ქუჩაში და ამ პროტესტს გამოთქვამენ.

„არავის მოწოდება არ სჭირდება და ეს ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა დაეცვა თავიანთი მთავარი გზავნილი, რომ საქართველომ არ უნდა გადაუხვიოს ევროატლანტიკურ და პროდასავლურ კურსს. ასე რომ, მოწოდებებით, რომ ვიღაცას ვიღაცა საიდანღაც გამოყრის, არასერიოზულია ამაზე საუბარი, რადგან მე ვერ ვხედავ იმ ძალას, რომელსაც შეუძლია ამის აღსრულება. იმ თვალსაზრისით, რომ პარტიები, რომლებიც ამას საუბრობენ, ამის პოტენციალი არ გააჩნიათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა