მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day
Air defenses neutralize 112 drones used by Russia to attack Ukraine overnight
Ukraine enters winter better prepared than last year – Koretskyi
Budanov: North Korea is learning from Russian-Ukrainian war and arming itself

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, გამოფენაზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დეტონაციის შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა

ნახვები: 611 უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში, გამოფენაზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დეტონაციის შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ისტორიულ ცენტრში, გამოფენაზე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის დეტონაციის შედეგად ოთხი ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე და უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, დაშავებული ორი წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.

„ღონისძიებაზე, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვებისთვის ინტერაქტივს, რატომღაც იყო ექსპოზიცია საბრძოლო იარაღით, რომელიც ამოქმედდა“, – აღნიშნავს ჩაუსი.

მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურაში განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად დაშავდა ორიდან 12 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით. ჩაუსმა პირობა დადო, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება იარაღთან მოპყრობის წესების დარღვევის მუხლით.

ჩერნიგოვის საქალაქო საბჭოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებაზე ხელისუფლებას ოფიციალური ნებართვა არ გაუცია, ასევე არ მიუღია მისი ჩატარების შესახებ არანაირი შეტყობინება.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 10 წლის ბიჭს ხელში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ეკავა, მან სასხლეტს გამოჰკრა, რის შედეგადაც იარაღი ამოქმედდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა