მეუფე გიორგი ჯამდელიანი ლაშა ნაცვლიშვილს: საჯაროდ მოიხადეთ ბოდიში და მეუფე იობის წინაშე შენდობა ითხოვეთ
ელენე ხოშტარია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ომში ჩასართავად რეკლამებს ავრცელებს, ხელისუფლება კი დუმს
ხვიჩა კვარაცხელია მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაზე: ლაჩრულად, ზურგიდან მიპარვით შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას — ქართველებთან ეს არასდროს გამოუვათ
პროკურორი დავით ფეიქრიშვილის განცხადებაზე: ტელეფონები დალუქული იყო, პროკურორს მათთან შეხება არ ჰქონია
საერთო ისტორია და კულტურული კავშირები: ექსპერტებმა ქართულ-რუსული ურთიერთობები განიხილეს
ევა გოცირიძე „ქართულ ოცნებას“: თუ ოპოზიციური პარტიები ისედაც მილევად რეჟიმში არიან, რაში გვჭირდება მათი აკრძალვა?
ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ ბევრი მიზეზის გამო ასაკრძალი მგონია, მაგრამ ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, არასდროს ავკრძალავდი
დავით ფეიქრიშვილი: ჩემი წამების მიზანი ტელეფონის პაროლის მიღება იყო – ამაში ციხისა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ

მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!

ნახვები: 368 მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვის ფრაგმენტებს ავრცელებს. სააკაშვილი სოხუმის დაცემის დღეს გამოეხმაურა, ისაუბრა საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ემიგრაციაზე და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გააკრიტიკა.

„გუშინ იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ მუდმივად ვიხსენებთ იმ ტრაგიკულ მოვლენებს და ჩვენი მტერიც მუდმივად გვახსენებს მათ და ამით გვეუბნება: არც კი გაბედოთ ბრძოლა, იმიტომ, რომ მაინც წააგებთ, მაინც დაგაფაჩმორებთ.

მე მოვედი აქ, რათა გითხრათ: ჩვენს გენეტიკურ კოდში არაა ჩმორობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, რადგან ქვეყანაში მომავლის იმედი გაჩნდა.

„90-იანებში ხალხი მასობრივად გადიოდა საქართველოდან. ჩემი პრეზიდენტობის დროს უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა, იმიტომ, რომ გაჩნდა იმედი. ივანიშვილმა მოკლა ეს იმედი და ღიად მოუწოდა ქართველებს, რომ დატოვონ ქვეყანა“, - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა საქართველოში არაბული საინვესტიციო პროექტები და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ისინი ქართველების ინტერესებს არ ემსახურება.

„ასევე აშენებს არაბულ ქალაქებს, სადაც ქართველები ცხვირს ვერ შეყოფენ, მომსახურე პერსონალიც კი ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან იქნება ჩამოყვანილი.

რა უფლება აქვს ივანიშვილს, გაგვაგდოს ქვეყნიდან? რა უფლება აქვთ რუსებს და არაბებს, გაგვყარონ მაშინ, როცა ქართველებს არ აქვთ არცერთი სხვა ქვეყანა საქართველოს გარდა!

ნუთუ აჭარა იმიტომ გამოვგლიჯეთ 90-იანი წლების პრორუს სეპარატისტ-ფეოდალ ასლან აბაშიძეს და რუსულ ჯარსა და რაზმებს ხელიდან, იმიტომ განვავითარეთ ასე სწრაფად, რომ ივანიშვილმა მიჰყიდოს არაბებს და რუსებს?

რისთვის გავუხსენით ვარდების რევოლუციის შემდეგ ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა, რომ ქვეყანას ისევ თავზე მოჯდომოდა ღარიბაშვილისა და მდინარაძის მსგავსი ჭუჭყი?“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სხვადასხვა ეტაპიც გაიხსენა.

„ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები! ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ერეკლეს, ილია ჭავჭავაძის, ქართული სოციალ-დემოკრატიის, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის, ვარდების რევოლუციისა და სულ ახლახან გამართული მრავალრიცხოვანი გამოსვლების ერი.

ჩვენ ვართ მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთისა და გურიის მე-19-მე-20 საუკუნეების აჯანყებების, 100 წლის წინანდელი თბილისისა და ბათუმის მუშათა მოძრაობის, 1924 წლის აჯანყებისა და 1978 წლის 14 აპრილის, 9 აპრილის ერი. ამიტომაც არ და ვერ ვიქნებით ჩმორები“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა გამოსვლა ისტორიული და ლიტერატურული მეტაფორებით დაასრულა.

„ვერშემდგარ დიქტატორს იცავს ფინიების, ტურებისა და ჰიენების ამქარი. არადა, ჩვენი სახელი, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, სპარსული „გორგისგან“ (მგლისგან) წარმოდგება: გეორგია, გორგასალი.

„კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი“...

მგლები დაიზარდნენ, მგლები ემზადებიან, რათა დაასრულონ ტურებისა და ჰიენების მმართველობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა