Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ჰერმან საბო - ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება

ნახვები: 570 ჰერმან საბო - ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება

თუ მართლა გვინდა, რომ იმ რეგიონში, სადაც საქართველოა და იმ საფრთხეებში, რაც საქართველოს აქვს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს იარაღის გამოყენება, მოდი, მოვხსნათ ყველა ის ბარიერი, რომლებიც ადამიანებს ჩვენ აქ პარლამენტში თუ მთავრობაში შევუქმენით იარაღთან ურთიერთობის სფეროში. ჩვენს სიტუაციაში გამოსავალი ისაა, რომ შევქმნათ ნაბაყოფლობითი რეზერვი თუ ტერიტორიული თავდაცვა და ადამიანებს გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა თუ საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საბოს თქმით, საქართველოში ლეგალური იარაღის შემოტანა უნდა გამარტივდეს და მოიხსნას იარაღთან ურთიერთობის სფეროში სხვადასხვა ტიპის ბარიერები.

„ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ სასროლეთების მოწყობა. გავამარტივოთ ლეგალური იარაღის შემოტანა საქართველოში. მოვხსნათ ბარიერები სასროლეთებში იარაღის გადატანაზე და ვარჯიშზე. შევიმუშაოთ ასიმეტრიული ომისა და ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, რომ ყველა ადამიანს მართლა ჰქონდეს შესაძლებლობა გასაჭირის ჟამს გახდეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის დამცველი, იქნება ეს ოჯახი, უბანი თუ ქვეყანა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა